- Koordinatör
- Blog
- Gösterim: 2168
ევროპული სტანდარტების ბეტონის საწარმო
BEYAZLI GROUP-მა“. შექმნა სამი მარკა, ბესს-ი, ვესს-ი და პრესმაკ-ი ბლოკის დანადგარები და ფორმების წარმოება და გაყიდვა დაიწყო 2007 წელს. კომპანია სწრაფად გაფართოვდა კვალიფიციური კადრების ხელშეწყობით, რომელიც მრავლად გვყავს ჩვენს საწარმოში. მის მიერ წარმოებული ბეტონის ქარხნები და ბლოკის დანადგარები იყიდება არა მარტო თურქეთში, არამედ ხდება მათი ექსპორტი საზღვარგარეთაც. ამგვარად დიდი წვლილი შეგვაქვს თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში, რაც პარალელურად ჩვენს ქვეყანასთან სხვა ქვეყნების განვითარებას გულისხმობს.
ევროპული სტანდარტების ბეტონის საწარმო
ჩვენი კომპანიის ყველაზე ძლიერ აქტივს თანამშრომლების ნიჭიერება და ყველაზე გამომწვევ ეკონომიკურ პირობებშიც კი, მაქსიმალური შედეგისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ნებისმიერ საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და პარტნიორებისა და თანამშრომლების გუნდურ მუშაობას. ასეთი მიდგომა და მისწრაფება, პროფესიონალიზმზე, გამჭვირვალობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურასთან ერთად, „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ დინამიურ, მზარდ და საიმედო პარტნიორს ხდის, როგორც პარტნიორებისათვის, ისე მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ადგილობრივი ეკონომიკისათვის.
ბეტონის ქარხანა
ბიზნესი - ეს ადამიანის საქმიანობაა, რომლის მიზანია შემოსავლის მიღება თავისი ცოდნის, გამოცდილების, თავისი კაპიტალის გამოყენების დახმარებით, ეს არის ადამიანის პოტენციალის რეალიზაცია ეკონომიკურ ასპექტში. ბიზნესმენის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის მოგების მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგების მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს მომსახურების გაწევასთან, სამუშაოს შესრულებასთან, პროდუქციის წარმოებასთან. მოგება გვიჩვენებს ბიზნესმენის საქმიანობის ეფექტიანობას; შექმენით ეფექტური ბეტონის ქარხანით ეფექტური ბიზნესი,.
მეცნიერულად დასაბუთებულია და პრაქტიკულად დადასტურებული, რომ ადამიანთა საზოგადოების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პირადი ინტერესების, პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის დაუოკებელი სწრაფვა. ბიზნეს სფერო ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვის ინტერესს, გარდასაკუთარისა, მაგრამ ჩვენი კომპაიის შემთხვევაში ასე არ ხდება და ჩვენ ყოველთვის მომხმარებლის ინტერესს ვერგებით. და ვაწარმოებთ მათთვის ხელსაყრელ დანადგარებსა თუ ბეტონის ქარხნებს, ხელმისაწვდომ ფასად.
ბიზნესმენებმა და მენეჯერებმა უნდა ისწავლონ და იცოდნენ, თუ როგორ ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა და როგორი თანმიმდევრობით ხდება პრაქტიკული მოქმედება, რა წინააღმდეგობები მოელით მათ როგორი შეცდომები შეიძლება დაუშვან და წარმატების როგორი შანსები აქვთ. მათ უნდა შეეძლოთ გულმოდგინედ მოამზადონ დასაწყები საქმე, მოიძიონ მომხმარებელი, მოაწყონ პროდუქციის მომსახურების წარმოება და რეალიზაცია და სხვ. მათ უნარი უნდა ჰქონდეთ, შეაფასონ კონკრეტული საბაზრო სიტუაცია და სწორი არჩევანი გააკეთონ.
იყიდება ბეტონის ქარხნები
წარმატებული ბიზნესმენი თავის თავს უნდა ეყრდნობოდეს, უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, იყოს შემოქმედი, იყოს არა მხოლოდ მცოდნე და საქმის წარმატებული წარმმართველი, არამედ მოაზროვნე-მოფიქრალი. როგორც ცნობილია, ცივილიზებული ბიზნესი, მისი არსი, ორგანიზაცია, დაგეგმვა, მართვა და სხვა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებაში ფეხმოკიდებისა და დამკვიდრების თვალსაზრისით, ახლადშემოსული საქმიანობაა. შესაბამისად, ბიზნესთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების სწავლებაც ახლა იდგამს ფეხს.
მოგეხსენებათ ბიზნესმენისთვის უმთავრესი თვისებებია: სწრაფვა წარმატებისაკენ, თანმიმდევრულობა და გამბედაობა. საჭიროების შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს რისკზე წასვლაც, ოღონდ ეს რისკი გონივრული, წინასწარ გათვლილი, აწონილ- დაწონილი უნდა იყოს, სწორედ ამ თვისებების და სწრაფვების საშუალებით მივაღწიეთ წარმატებას, არამარტო თურქეთში არამედ საზღვრებს გარეთ, ალბათ მართლაც გამბედაობა სჭირდება ისეთ საქმეს ჩაეჭიდო როგორიც ჩვენი ქარხნებია, მაგრამ მთავარი შედეგია, სწორედ რომ მიღებული შედეგის საფუძველზე მივეცით თავს უფლება რომ ჩვენი ბიზნესი იყოს ერთერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი.
სტაციონალური ბეტონის ქარხანა
ჩვენს ხელთ არსებული ბეტონის ქარხნის ნახვის საშუალება მიეცათ ჩვენს სტუმრებს. დაათვალიერეს ყველა დეტალი, დასმულ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხი, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ყველაზე დიდი შთბეჭდილებების მოხდენა მოახერხა ჩვენმა საწარმომ მათზე. რათქმაუნდა შეხვედრისას ჩვენს ხელთ არსებული, წარმოებაში მყოფი ქვაფენილის დანადგარი -ს ნახვის საშუალებაც მიეცათ, წარმოების პროცესში. ჩვენი აზრით, აუცილებელია სპეციფიკური ცოდნა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარიც. ბიზნესმენს უნდა შეეძლოს ნათლად წარმოიდგინოს მომავალი, რა მოჰყვება მის მიერ წამოწყებულ საქმეს, რა ტიპის მომხმარებელი ეყოლება. ბიზნესმენი ცოტათი მეოცნებეც უნდა იყოს, მხოლოდ იმას არ უნდა ხედავდეს, რასაც სხვები. უნდა შეეძლოს თავისი მიზანი, ოცნება ნათლად წარმოადგინოს. ყოველივე ამას თან უნდა ახლდეს პრაქტიკულობა და წინასწარ განჭვრეტის უნარი.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევეცადეთ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, დავათვალიერებინეთ ქარხანა, გავაცნეთ სამუშაო პროცესები, განვიხილეთ სხვადასხვა პროდუქცია: ბკოლის დანაგარები, ქვაფენილის დანადგარები თუ ბეტონის ქარხნები ,უსაფრთხოება და მრავალი სხვა. მინდა გაგაცნოთ ჩვენი რამდენიმე კრიტერიუმი რის მიხედვითაც ვმუშაობთ:
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა შეკრათ ერთგული და საიმედო ადამიანების გუნდი, რომელიც ყოველგვარ სიძნელეს თქვენთან ერთად შეებრძოლება, სწორედ ისე როგორც საკუთარი ღირებულებების გამო დაუფიქრებლად შეებრძოლებით. კარგად უნდა იცოდეთ ის საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებთ. პროფესიონალიზმი ბიზნესში წარმატების უმთავრესი პირობაა, მრავალჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ აღვნშნავ, ჯიუტი და მიზანსწრაფული უნდა იყოთ. მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოთ, ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევთ ეს ალბათ ნებისმიერ სამსახურში საჭირო პირობაა, მაგრამ ბიზნეს სფეროში ერთერთი უმთავრესია.