Bess Makina | Briket Makinesi, Parke Makinesi ve Kalıp Modelleri Block making machines and concrete molds | BESS
machine a brique automatique ГЛАВНАЯ СТРАНИЦА | Bess Вибропрессы
Bess ბლოკის დანადგარი | მთავარი
ماكينة بلوك | Bess انواع دستگاه بلوک زن | دستگاه سنگ فرش زن| دستگاه جدول زن| دستگاه بتن آماده
| Bess az-bayrak

ბლოგი

ბეტონის ქარხნები საქართველოში

BEYAZLI GROUP'ი სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე. კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა ბეტონის ქარხნების წარმოების მიმართულებით. BEYAZLI GROUP'ს მოწინავე პოზიცია უჭირავს ასევე ბლოკის და ქვაფენილის დანადგარების წარმოებაში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სწორედ ამ სფეროებს მოიცავს.


 

ბეტონის ქარხნები


 BEYAZLI GROUP საქართველოში 2007 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ბეტონის და ბლოკის ქარხნებს ადგილობრივ ბაზარზეც.  კომპანია ფლობს ბეტონის ქარხანა თბილისში  (3), ქუთაისში(2), ზუგდიდში(1 ) ასევე გვაქს დამონტაჟებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბლოკის დანადგარები და ქვის სამტვრევი ქარხნებიბეტონის წარმოება თავისი ბუნებით არის ნედლეული და ენერგიით ინტენსიური. ამიტომ ჩვენ ვქმნით ჩვენს გრძელვადიან წარმატებას მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის საფუძველზე . ეს მოიცავს ნედლეულის რეზერვების წვდომის უზრუნველყოფას, წარმოების ეფექტურ და ინოვაციურ პროცესებს, ახალი პროდუქტების შემუშავებას და ალტერნატიული ნედლეულის და საწვავის გამოყენებას.
 

ბეტონის ქარხანა betonis qarxana

 

 

ბეტონის ქარხანა საათში 120 მ3 ბეტონის წარმოება


 დროდადრო მომხმარებელთა მოთხოვნებიც იზრდებოდა და რთულდებოდა, რაც თავისთავად განაპირობებდა ახალი გამოწვევების მიღებასა და ჩვენს განვითარებას. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით წლებია წამყვან პოზიციას ვინარჩუნებთ ბეტონის ქარხნები, ბლოკის დანადგარები და ქვის სამტვრევი ქარხნების წარმოებაში.

ბეტონის ქარხნები საქართველოში მოგეხსენებათ, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში, ბეტონის წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან, ბეტონით მრავალი სახის სამშენებლო სამუშაოები სრულდება, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე საჭიროებს წარმოებას. მაგალითად, დასაწყისში საძირკველის გასამაგრებლად გამოიყენება ბეტონი, ასევე მყარი ზედაპირების შესაქმნელად, მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი მშენებლობისთვის, იქნება ეს: სასტუმრო, რესტორანი, საცხოვრებელი ბინები, მაღაზიები, საავადმყოფოები თუ სხვა, დიდ საჭიროებას მოითხოვს ბეტონი.

 იყიდება ხარისხიანი ბეტონის ქარხანა
 


ბეტონის ქარხანა


ბევრს უჩნდება შეკითხვა, რა შენარევები საჭირო მზა ბეტონის მისაღებად, ჩვენი პასუხი კი შემდეგში მგომარეობს: ბეტონის მისაღებად გამოიყენება მრავალი სახის მასალა, ესენია: ნედლეული (ხრეში), ცემენტი, წყალი, შემდეგ მათი არევა ხდება და მიიღება ბეტონი. მოცემული ბეტონის ქარხნის პრიორიტეტი კი ის გახლავთ რომ, ქარხანა თავად აკეთებს დოზირებას, მასალის ზომიერად მიწოდებას მიქსერში, ბუნკერის ქვედა სივრცეში მოცემული ლენტის საშუალებით, რომელსაც სასწორ ლენტად ვაღიარებთ, იგი მასალის მიწოდებამდე, წონის და აწონილს უშვებს მიქსერში. სასწორი სისტემა კი ამარტივებს ხარისხის უზრუნველყოფას, დამზადებული ბეტონის გაფუჭების შესაძლებლობას კი თითქმის 0% მდე ამცირებს. 

 როგორც, სექტორის ერთ-ერთი ლიდერი ბეტონის ქარხნების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ VESS'ის მარკით ვხელმძღვანელობთ წარმოების მარტივი ფილოსოფიით, რომელიც ორიენტირებულია მოხმარების მოლოდინის გამართლებაზე მისაღებ ფასად. ინჟინერების და სხვა კვალიფიციური კადრების დამხარებით ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ინოვაციური მეთოდები ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ, მომხმარებელს აქვს სურვილი მისი მოთხოვნილება მაქსიმალურად კარგად იყოს დაკმაყოფილებული. სწორედ ამიტომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და ხშირ შემთხვევაში ვახერხებთ კიდეც რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მოსალოდნელზე უკეთესი პროდუქტი.

გასაყიდი ბეტონის ქარხანა თბილისში

 


რატომ ჩვენ?


 კომპანია BEYAZLI GROUP მიერ წარმოებული ბეტონის ქარხნები, რომელიც მორგებულია კლიენტის ნებისმიერ ბიუჯეტზე.

*სხვადასხვა სიდიდისა და სიმძლავრის ბეტონის ქარხნები, რომელიც გათვლილია ავტომატური სისტემით, გააჩნია 24 საათიანი მუშაობის შესაძლებლობა.
*მოცემული ბეტონის ქარხნის სერია, ეკონომიურია სხვადასხვა საქმიანობისთვის, ასევე იგი ეკონომიურია სამონტაჟო კონსტრუქციის შესაქმნელი ტერიტორიისთვისაც რადგან, მას მხოლოდ 2.000 მ 2 ტერიტორია სჭირდება, არამარტო სამონტაჟო ტერიტორიად არამედ, გამოყენებადი მასალისთვისაც, იქნება ეს ხრეში ცემენტი თუ სხვა.
*არ მოითხოვს აუცილებლობას რომ დამონტაჟებული ბეტონის ქარხნის ან ნედლეულის შესანახი მასალა იყოს გადახურული. თუმცაღა ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მყარი (ბეტონის) ტერიტორია უნდა იყოს მინიმუმ 1/5 ზე გათვლილი.
*ბეტონის შენარევებისთვის ასევე საჭიროა: ქვიშა, ხრეში, ქვის მტვერი, წყალი და სხვა. ზემოთ ხსენებული ბუნკერის ქვედა სივრცეში მოთავსებული ლენტი კვლავ წონის მოცემულ მასალას, რაც ზედმეტი ხარჯებისგან განთავისუფლებთ, რადგან სრული სიზუსტით წონის ინერტულ მასალას.
*ბუნკერის ლენტა შედგება ოთხი ფენისგან, რაც აძლიერებს მოსალოდნელის სიმძიმისგან, რადგან მოგეხსენებათ მოცემული მასალები ძალიან მძიმეა. მასალის სასწორი სისტემა ელექტრონულია, და ამის მიხედვით სრული სიზუსტით აწოდებს მასალას მიქსერს, რათა მოხდეს მისი გადამუშავება.

 სრულად ავტომატური ბეტონის ქარხნები



აწარმოე ბეტონი ხარისხიანი ბეტონის ქარხნებით


 ცემენტის შემნახველ მოწყობილობას, (სილოსს) 80 ტონიანი მოცულობა აქვს, მოცემულ ბეტონის ქარხანას მხოლოდ ერთი სილოსი აქვს და შესაბამისად 80 ტონის სიდიდეს მოიცავს. სილოსის გარედან მოთავსებულია კიბე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ საშუალებას სილოსის საწყისში ასასვლელად, (ფილტრის შესაცვლელად ან მსგავსი პრობლემის გამოსწორების მიზნით). კიბე დამზადებულია ფოლადის რკინით და მისი გამძლეობა მყარია.

*როგორ ხერხდება სილოსიდან მიქსერში ცემენტის გადანაცვლება? მოგეხსენებათ ჩვენს მიერ წარმოებული ბეტონის ქარხნები ავტომატური სისტემით არის მოწყობილი, სწორედ ამიტომ ცემენტის, მიქსერში გადატანისთვის გამოვიყენეთ მილი, რომელსაც მართავთ ქარხნის სამართავი პანელით, მიუთითებთ სასურველ წონას, შემდეგ კი სილოსიდან მიქსერამდე გადაყვანილი მილით (ჰელეზონით) შეძლებთ მიქსერში საჭირო მასალის მიწოდებას.
*რატომ გავაკეთეთ მილი მიქსერამდე, ცემენტის გადასაწოდებლად? იმიტომ, რომ ცემენტი, ძალიან რთული მასალაა, ის ვერ უძლებს, ნესტსა და სისველეს, როგორც ხრეში და სილა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ რომ ცემენტს ჰქონოდა საწყობი, რომელიც დაიცავდა სისველისა და სინესტისგან.

 


ბეტონის ქარხნები საქართველოში


წარმოებულია, ზედმიწევნით, ხარისხიანი და სწორი კონსტრუქციით, ჩვენ არა მხოლოდ ცემენტის შემნახველ საწყობზე არამედ იმ პერსონალზე ვფიქრობთ რომელიც უშუალოდ ბეტონის ქარხნის სამართავად იქნება საჭირო, მათთვის შევქმენით ოპერატორის კამერა, სადაც ქარხნისთვის გამოყოფილი პერსონალი, იქნება პოზიცირებული, რაც დაგიცავთ სიცივისა თუ სიცხისგან.

სამართავი სისტემის მოწყობილობა? ბეტონის  ქარხნის სამართავი სისტემა მოწყობილია სრულად ავტომატური ფუნქციით, მართვის სისტემა კი მუშაობს სენსორული მართვის სისტემით. მართვა და მისი კონტროლი სწორედ რომ სენსორული ეკრანით კეთდება.

 

რაც ზრუნავს იმაზე, რომ მასალა, მიიღოთ სწორედ იმის მიხედვით თუ რამდენი გსურთ და რომელი მასალა. ეკრანზე განთავსებული ანიმაციების საშუალებით მიღებულ შეკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში უშუალოდ ბეტონის საწარმო ქარხანა.

 

 BEYAZLI GROUP

ჩვენ დაგვიკავშირდით

1000 characters left

BEYAZLI GRUP დაწესებულება VESS - მა ფილის და ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ყალიბების გაყიდვა 2007 წლიდან დაიწყო. შემადგენლობაში დამატე ბული გამოცდილი და პროფესიონალი კარდიების მეშვეობით, სწრაფი ზრდა მიზნად დაუსახა და სექტორის ლიდერია…

ჩვენ დაგვიკავშირდით

maps Yanlıca Mahallesi Akoluk Belediye Karşısı ტრაბიზონი / თურქეთი
 
telefon +90 462 321 07 78
+90 549 325 66 64
 
mail [email protected]
 
mail ორშაბათი - შაბათი
© 2024 | ყველა უფლებები დაცულია. ყველა უფლები Beyazlı Group'ისია. ბლოკის დანადგარი